შპს „სქილვილ“-ის კოლეჯი არის პირველი სრულად დისტანციური და ავტორიზებული სასწავლო პლატფორმა საქართველოში, რომელმაც 2024 წელს მოიპოვა პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების პროგრამების განხორციელების უფლებად სინქრონულ და ასინქრონულ რეჟიმში, ხოლო, 2025 წელს - სრული ავტორიზაცია და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების უფლება თბილისსა და ბათუმში.
ჩვენი კოლეჯის ძირითადი მიმართულებაა ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT) სფერო, რაც პროფესიულ სტუდენტებს საშუალებას აძლევს, შეიძინონ თანამედროვე შრომის ბაზრისთვის საჭირო უნარები და პრაქტიკული ცოდნა.
შპს „სქილვილ“-ის კოლეჯის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების წარმატებით დასრულების შემთხვევაში, კურსდამთავრებულები იღებენ სახელმწიფოს მიერ აღიარებულ პროფესიული კავლიფიკაციის დამადასტურებელ დოკუმენტს (დიპლომს), პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამების წარმატებით დასრულების შემთხვევაში სახელმწფოს მიერ აღიარებულ სერტიფიკატს, ხოლო კურსების დასრულების შემთხვევაში - სერტიფიკატს.
ინოვაციური მიდგომები, თანამედროვე სასწავლო პროგრამები და სფეროს წამყვან პროფესიონალებთან თანამშრომლობა ჩვენ სტუდენტებს საშუალებას აძლევს, განვითარდნენ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და წარმატებით დასაქმდნენ როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისო შრომის ბაზარზე. ჩვენთან სწავლა ნიშნავს – მომავლის ტექნოლოგიური პროფესიის დაუფლებას!
მისია
შპს "სქილვილ”-ის მისიაა მრავალმხრივი საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელება, რომელიც ინოვაციური მიდგომებით სთავაზობს მომხმარებლებს უმაღლესი ხარისხის სასწავლო გარემოს. კოლეჯის მიზანია დაეხმაროს ადამიანებს დასაქმებისა და განათლების ბაზრის ბარიერების დაძლევაში. განსაკუთრებული აქცენტი კეთდება ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე, სადაც საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მაღალკვალიფიციური კადრების მომზადება ხელს უწყობს ქვეყანაში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვასა და გამოყენებას.
კოლეჯის მიზანი
სქილვილის მიზანია ისეთი სახის საგანმანათლებლო მომსახურების შეთავაზება, რომელიც პროფესიულ სტუდენტს/მსმენელს ხელს შეუწყობს ჩამოყალიბდეს არამხოლოდ თავისი საქმის სპეციალისტად, არამედ სრულფასოვან პიროვნებად - საზოგადოების სრულფასოვან წევრად.
დასახული მისიისა და მიზნების შესაბამისად, სქილვილი ასრულებს შემდეგ ფუნქციებს:
შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების/პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამების/კურსების შემუშავება და განხორციელება;
შრომის ბაზარზე ტექნოლოგიური სერვისების მიმართულებით მოთხოვნადი სპეციალობების იდენტიფიცირება და აღნიშნულის საფუძველზე ახალი პროფესიული კვალიფიკაციების/პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამების/კურსების ინიცირება;კარიერული განვითარების მიმართულებით რბილი უნარების გაძლიერება;
კოლეჯის მიერ შეთავაზებულ სერვისებზე გეოგრაფიული დაფარვისა და ხელმისაწვდომობის გაზრდა;
მაღალკვალიფიციური პერსონალის მოზიდვა და მათ პროფესიულ განვითარებაზე მუდმივი ზრუნვა;
სწავლა-სწავლების პროცესის ხარისხის მუდმივ გაუმჯობესებაზე ზრუნვა;
პროფესიული სტუდენტების/მსმენელების შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიან სპეციალისტებად ჩამოყალიბების ხელშეწყობა და მათ კარიერულ განვითარებაზე ზრუნვა;
პროფესიულ სტუდენტთა/მსმენელთა და პოტენციურ დამსაქმებელთა ურთიერთკავშირისა და თანამშორმლობის ხელშეწყობა;
საერთაშორისო და ადგილობრივ დონეზე პროფესიული კავშირების ჩამოყალიბება და ინტერნაციონალიზაციის განვითარება.
ხედვა
2032 წლისთვის შპს “სქილვილ”-ის ხედვაა ავტონომიური საგანმანათლებლო დაწესებულების შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს დასაქმების საერთაშორისო ბაზარზე შეუქმნას თანაბარი შესაძლებლობები თითოეულ მომხმარებელს, დანერგოს სწავლვა/სწავლების თანამედროვე და ინოვაციური ტექნოლოგიები. კერძოდ:
შექმნას ინოვაციური ინსტრუმენტების გამოყენებით შესაბამისი პროფესიული განათლების მიღებისა და პროფესიული ზრდის უნიკალური შესაძლებლობები;
ხელი შეუწყოს დასაქმების საერთაშორისო ბაზარზე თანაბარი შესაძლებლობის შექმნას საკუთარი თავის რეალიზაციისთვის;
უპასუხოს შრომის ბაზრის გამოწვევებსა და კონკურენტუნარიან საგანმანათლებლო სივრცეში დაიმკვიდროს ღირსეული ადგილი;
უზრუნველყოს მომხმარებლის პრაქტიკული უნარების გაუმჯობესება და მომზადება თანამედროვე მოთხოვნების შესაბამის პროფესიონალებად.
ღირებულებები
შეიქმნას ჭეშმარიტად კონკურენტუნარიანი გარემო, სადაც ყველას ექნება თანაბარი შესაძლებლობა, მიიღოს საჭირო უნარები და წარმატებით გამოიყენოს ისინი. კერძოდ შპს ,,სქილვილი’’ ეფუძნება შემდეგ ღირებულებებს:
განათლების ხელმისაწვდომობა: ნებისმიერი მომხარებლისთვის თანაბარი შესაძლებლობების შექმნა ინკლუზიურობის და თანასწორობის პრინციპების გათვალისწინებით
ინოვაცია: მუდმივი წინსვლა და ტექნოლოგიური განვითარების ხელშეწყობა
ინოვაცია: მუდმივი წინსვლა და ტექნოლოგიური განვითარების ხელშეწყობა
განათლების ხელმისაწვდომობა: ნებისმიერი მომხარებლისთვის თანაბარი შესაძლებლობების შექმნა ინკლუზიურობის და თანასწორობის პრინციპების გათვალისწინებით
ინოვაცია: მუდმივი წინსვლა და ტექნოლოგიური განვითარების ხელშეწყობა
ინოვაცია: მუდმივი წინსვლა და ტექნოლოგიური განვითარების ხელშეწყობა
ღირებულებები
შეიქმნას ჭეშმარიტად კონკურენტუნარიანი გარემო, სადაც ყველას ექნება თანაბარი შესაძლებლობა, მიიღოს საჭირო უნარები და წარმატებით გამოიყენოს ისინი. კერძოდ შპს ,,სქილვილი’’ ეფუძნება შემდეგ ღირებულებებს:
განათლების ხელმისაწვდომობა: ნებისმიერი მომხარებლისთვის თანაბარი შესაძლებლობების შექმნა ინკლუზიურობის და თანასწორობის პრინციპების გათვალისწინებით:
ინოვაცია: მუდმივი წინსვლა და ტექნოლოგიური განვითარების ხელშეწყობა:
ხარისხი: უმაღლესი სტანდარტების დაცვა საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებისას;
თანამშრომლობა: გუნდური მუშაობა და ღია კომუნიკაცია, როგორც საგანმანათლებლო დაწესებულების განვითარებისთვის აუცილებელი ელემენტები;
სოციალური პასუხისმგებლობა: თანასწორობისა და გამჭვირვალობის პრინციპების დაცვა;